.

.

.

Powered by Blogger.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

ბლოგერების სახლი

2 დღე

დღეს მეორე სატრენინგო დღეა,
დღის წესრიგი:
1. წინა დღის გახსენება
2. საშინაო დავალების-პროექტის იდეების მიმოხილვა
3. ბუკლეტის ნიმუშების გაცნობა
4. ტექსტურ რედაქტორში მუშაობა
5. სარეკლამო ბუკლეტებზე მუშაობა
6. რეფლექსია
დღეს ტრენინგი დავიწყეთ წინა სატრენინგო დღიოს გახსენებით, ასევე საშინაო დავალება გვქონდა მოგვეფიქრებინა რამდენიმე პროექტი და აქედან ამოგვერჩია ერთი, რომლებზეც დავიწყებდიტ მუშაობას, მე ერთის ამგივრად ორ პროექტზე შევაცერე ყურადღება, მასწავლებლებმა საკმაოდ საინტერესო საპროექტო იდეები წარმოადგინეს, რომელთგან როგორც ბიოლოგი ჩემი მოწონება დაიმსახურა წითელ წიგნში შეტანილ მცენარეთა და ცხოველთა ნუსხამ, ასევე მომეწონა პროექტი ინფექციური დაავადებები. რაც შეეხება ცემს საპროექტო განაცხადს, ამჟამად სკოლაში ვმუშაობ პროექტზე ,,იყავი ჭკვიანი, არ დაიწყო  მოწევა“  რადგან პროექტზე ვმუშაობ უკვე და მომდევნო კვირაში სკოლაში პროექტის კვირეული გვაქვს, მასალები ვფქრობ მექნება და ამ პროექტს აუცილებლად წარვადგენ პორტფოლიოში, ასევე დიდი სურვილი მაქვს განვახორციელო პროექტი ,,ხიდჩატეხილობა“, რომელიც ვფიქრობ საკმაოდ საინტერესო უნდა იყოს როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მათი მშობლებისა და მასწავლებლებისთვის, რადგან ხიდჩატეხილობის პრობლემა მშობლებსა და შვილებს შორის საკმაოდ დიდია  და ვფიქრობ კვლევის შედეგები და განხორციელებული აქტივობები დააფიქრებს ორივე თაობას.
საპროექტო იდეების წარდგენის შემდეგ დავიწყეთ სასწავლო პროექტის დამხმარეზე მუშაობა. გავეცანით ბუკლეტების ნიმუშებს.
ვიმუშავეთ ტექსტურ რედაქტორში
ასევე ვიმუშავეთ სარეკლამო ბუკლეტებზე

ტრენინგის ბოლოს კი მოვახდინეთ ბლოგზე რეფლექსია.

0 comments:

Post a Comment

 

Blogger news

Blogroll

About