.

.

.

Powered by Blogger.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

ბლოგერების სახლი

Sunday 22 December 2013

მეცხრე დღე

მასალის გამეორება
პროექტების პრეზენტაცია
ნასწავლი მასალის შეჯამება
ტრენინგ კურსის ჩატარება

ტენინიგის ბოლო დღე დავიწყეთ  მასალის გამეორებით,კიდევ ერთხელ გადავავლეთ თვალი ჩვენს პროექტებს გავაკეთეთ სურათიდან ვებგვერზე გადასვლა.მოვუსმინეთ  კოლეგების პრეზენტაციებს  და შევაფასეთ მათი ნამუშევები, დიდ მადლობას მოვახსენებ ტრენერს ასეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი კურსის შემოთვაზებისათვის! ველი  საინფორმაციო ტექნოლოგიების მეოთხე დონეს!!! 

ინტელის მერვე დღე

საშინაო დავალების მიმოხილვა
ფასილიტაციის მასალების შექმნა
პროექტის გეგმის დახვეწა-სრულყოფა
პორტფოლიოს ატვირთვა ბლოგზე
რეფლექსია

Saturday 14 December 2013

მეშვიდე სატრენინგო დღე

მეშვიდე სატრენინგო დღეა და დავიწყეთ მასალის გამეორებით, შემდეგ გადავედით ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინებაზე, სპეციალური საჭიროებებისა და განსაკუთრებული უანრების მქონე მოსწავლეებისთვის მუშაობა
გადავდივართ გეგმის დახვეწაზე და სასწავლო პროცეფურების მთელ ნაწილს ვავსებთ
ბლოგზე ვმუშაობთ პიკასა ვებ ალბომის შექმნაზე და ბოლოს მოვახდინეთ დღის რეფლექსია

მეექვსე სატრენინგო დღე

ტრენინგი დავიწყეთ მასალის გამეორებით.
გავეცანით მოდულ 5 -ში ნაბიჯს 3-ს. შეფასების განსაზღვრა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისათვის.
შემდეგ გადავედით რესურსებში და ვიპოვეთ შეფასებები, სადაც უამრავი შეფასების რუბრიკა იყო წარმოდგენილი, ავარჩიეთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი რუბრიკები:
ბროშურის შეფასების რუბრიკა
ბლოგის რუბრიკა
გამოკითხვის წარმოების რუბრიკა
ერთობლივი მუშაობის დაკვირვების ფურცელი
თანამშრომლობის შეფასება
თანატოლთა შეფასების რუბრიკა
მოსწავლეთა საჭიროებების შეფასება
პროექტის შეფასების რუბრიკა
პროექტის მართვის უნარების თვითშეფასება
პროექტის შეფასების გზამკვლევი
ჯგუფური მუშაობის რუბრიკა
გავეცანით სმარტ არტ -ს
ვიმუშავეთ ბლოგების გვერდების შექმნაზე და დავწერეთ რეფლექსია

Sunday 8 December 2013

მეხუთე სატრენინგო დღე

მეხუთე სატრენინგო დღე
1. მასალის გამეორება
2. სტანტარტზე მუშაობა
3. საავტორო უფლებები
4. კომენტარები ბლოგზე
5. ბლოგის ინსტრუმენტები (სათაური, მისი შეცვლა, დიზაინი, ბლოგის წაშლა, აღდგენა, გაჯეტების დამატება - გამოკითხვის ჩატარება ბლოგზე
6. რეფლექსია

დავიწყეთ მასალის გამეორებით
შემდეგ სტანდარტზე ვიმუშავეთ, მოვძებნე ცემი პროექტის შესაბამისი სტანდარტი და ინდიკატორები და ჩავსვი პროექტის გეგმის შაბლონში
ასევე განვიხილეთ საავტორო უფლებები
და გავეცანით MLA, APA და გამოყენებული ლიტერატურის მარტივ შაბლონს. განვიხილეთ როგრ გამოვიყენოთ ინტერნეტში მოძიებული ინფორმაცია, სურათები ჩვენს ბლოგზე ისე რომ არ დავარღვიოთ საავტორო უფლებები
გავაკეთეთ ერთმანეთის ბლოგზე კომენტარები
ასევე შევცვალეთ ბლოგის სათაური, შევცვალეთ დიზაინი, წავშალეთ და აღვადგინეთ ბლოგი, დავამატეთ გაჯეტები, საინტერესო იყო გამოკითხვის ჩამატების გაჯეტის დამატება ბლოგზე.

მოვახდინეთ დღის რეფლექსია ბლოგზე.

Saturday 7 December 2013

ტრენინგის მეოთხე დღე

ტრენინგის მეოთხე დღე

ნასწავლი მასალის გამეორება
ბუკლეტის სრულყოფა სურათებით, გაფორმება
პროექტის გეგმის დახვეწა
პროექტის პრეზენტაციის მომზადება
რეფლექსია ბლოგზე

სატრენინგო დღე დავიწყეთ წინა ტრენინგზე ნასწავლი მასალის  გახსენებით, ბუკლეტები გავაფორმეთ დამატებითი სურათებით და საბოლოო სახე მივეცით,
შემდეგ გადავხედეთ პროექტის გეგმას და ისიც დავხვეწეთ , მოვამზადეთ პრეოქტის პრეზენტაცია ჩვენი გეგმის მიხედვით, გავიხსენეთ პრეზენტაციის ანიმაციები, ფონები და ავტვირთეთ ჩვენი ფოსტის დრაივში (საცავში).
ასევე ვისწავლეთ პრეზენტაციის გადატანა ბლოგზე და მისი გამოქვეყნება.
ბოლოს დავწერეთ რეფლექსია მეოტხე სატრენინგო დღესთან დაკავშირებით

Sunday 1 December 2013

ტრენინგის მესამე დღე

სატრენინგო მესამე დღე
დღის გეგმა:
1, ნასწავლი მასალის გამეორება
2. პროექტის მიზნების დასახვა
3. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
4. პროექტის გეგმაზე მუშაობა
5. დროში გაწერილი შეფასება-შეჯამება
მესამე სატრენინგო დღემაც საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა
თავდაპირველად მოხდა ნასწავლი მასალის გამეორება და ბუკლეტების შიგა მხარეც   დიზაინის მხრივ და ტექსტებითაც დავასრულეთ
 შემდეგ მოხდა პროექტის მიზნების დასახვაზე მუშაობა
განსაკუთრებით მომეწონა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების განხილვა, ეს კითხვები მრავალფეროვანი იყო და შესაძლებლობა გვქონდა მცირეოდეი ცვლილების მერე მოგვერგო ჩვენი პროექტისათვის.
საკვანძო კითხვების გავლის შემდეგ კი დავიწყეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა, სადაც დავიწყეთ შაბლონის შევსება ჩვენი საპროექტო განაცხადებით.
შაბლონის შევსებისას ყურადღბა გავამახვილეთ დროში გაწერილ შეფასება-შეჯამებაზე.
გავეცანით პროექტის დროში გაწერილ შეფასების გეგმას, რომელიც 3 ნაწილად იყოფა:
1. პროექტის მუშაობის დაწყებამდე საჭიროა დავადგინოთ რა იციან მოსწავლეებმა კონკრეტულად ამ თემის შესახებ
2. პროექტზე მუშაობის პროცესში კვლავ განსხვავებულ შეფასების რუბრიკებს გამოვიყენებთ და

3. პროექტის დასრულების შემდეგ გამოვიყენებთ საბოლოო შეფასების რუბრიკას.

Saturday 30 November 2013

ტრენინგის მეორე დღე

დღეს მეორე სატრენინგო დღეა,
დღის წესრიგი:
1. წინა დღის გახსენება
2. საშინაო დავალების-პროექტის იდეების მიმოხილვა
3. ბუკლეტის ნიმუშების გაცნობა
4. ტექსტურ რედაქტორში მუშაობა
5. სარეკლამო ბუკლეტებზე მუშაობა
6. რეფლექსია
დღეს ტრენინგი დავიწყეთ წინა სატრენინგო დღიოს გახსენებით, ასევე საშინაო დავალება გვქონდა მოგვეფიქრებინა რამდენიმე პროექტი და აქედან ამოგვერჩია ერთი, რომლებზეც დავიწყებდიტ მუშაობას, მე ერთის ამგივრად ორ პროექტზე შევაცერე ყურადღება, მასწავლებლებმა საკმაოდ საინტერესო საპროექტო იდეები წარმოადგინეს, რომელთგან როგორც ბიოლოგი ჩემი მოწონება დაიმსახურა წითელ წიგნში შეტანილ მცენარეთა და ცხოველთა ნუსხამ, ასევე მომეწონა პროექტი ინფექციური დაავადებები. რაც შეეხება ცემს საპროექტო განაცხადს, ამჟამად სკოლაში ვმუშაობ პროექტზე ,,იყავი ჭკვიანი, არ დაიწყო  მოწევა“  რადგან პროექტზე ვმუშაობ უკვე და მომდევნო კვირაში სკოლაში პროექტის კვირეული გვაქვს, მასალები ვფქრობ მექნება და ამ პროექტს აუცილებლად წარვადგენ პორტფოლიოში, ასევე დიდი სურვილი მაქვს განვახორციელო პროექტი ,,ხიდჩატეხილობა“, რომელიც ვფიქრობ საკმაოდ საინტერესო უნდა იყოს როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მათი მშობლებისა და მასწავლებლებისთვის, რადგან ხიდჩატეხილობის პრობლემა მშობლებსა და შვილებს შორის საკმაოდ დიდია  და ვფიქრობ კვლევის შედეგები და განხორციელებული აქტივობები დააფიქრებს ორივე თაობას.
საპროექტო იდეების წარდგენის შემდეგ დავიწყეთ სასწავლო პროექტის დამხმარეზე მუშაობა. გავეცანით ბუკლეტების ნიმუშებს.
ვიმუშავეთ ტექსტურ რედაქტორში
ასევე ვიმუშავეთ სარეკლამო ბუკლეტებზე

ტრენინგის ბოლოს კი მოვახდინეთ ბლოგზე რეფლექსია.

Sunday 24 November 2013

ტრენინგის პირველი დღე 24 11.2013

ძალიან ველოდებოდი ინტელის სასწავლო ტრენინგის დაწყებას.
პირველმა დღემ საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა, 
ტრენინგის პირველ დღეს მოხდა:
1. გაცნობა
2. გზამკვლევის დათვალიერება
3. XXI საუკუნის უნარ-ჩვევების გაცნობა
4. კურსის მოდულების მიმოხილვა
5. პორტფოლიოს საქაღალდეების შექმნა
6. პორტფოლიოს რუბრიკის და ჩეკლისტის გაცნობა
7. პროექტის ნიმუშების გაცნობა 
8. რეფლექსია ბლოგზე
თავდაპირველად წარვადგინეთ საკუთარი თავი ჯგუფის წინაშე და გავიცანით ერთმანეთი. შემდეგ მოხდა გზამკვლევის დათვალიერება, საკმაოდ საინტერესო იყო 21 საუკუნის უნარ-ჩვევების გაცნობა,  მიმოვიხილეთ კურსის მოდულები, შევქმენით საქაღალდეები პორტფოლიოსთვის, სადაც ცალ-ცალკე წარმოვადგინეთ
კურსის რესურსები
მოსწავლი ნიმუში
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის დამხმარე
სურათები აუდიო ვიდეო
საავტორო უფლებები
შეფასებები
გავეცანით პორტფოლიოს რუბრიკასა და ჩეკლისტს და გავეცანი პროექტის ნიმუშს ლობიოების დიდი რბოლა. 
ასევე ჩამოვთვირთე ჩემთვის საინტერესო სასწავლო ნიმუშები ინტელის სასწავლო კურსიდან: მწერის აგებულება, ბაყაყის სასიცოცხლო ციკლი და ა. შ. რომლებიც მოვათავსე ფაილში დამატებითი რესურსები. მოვახდინეთ ამ ფაილის დაზიპვა და გაგზავნა საკუთარ ფოსტაზე. 
ბოლოს ~მოვახდინეთ რეფლექსია ანგარიში - პირველი სატრენინგო დღის.
პირველი დღე მომეწონა, ვცი რომ წინ კიდევ საინტერესო დღეები მელოდება. მადლობა ინტელის ტრენინგებისთვის ყველას, ვისაც სულ მცირედი წვლილიც კი აქვს შეტანილი ქართველი მასწავლებლების პროფესიული ზრდაში.

 

Blogger news

Blogroll

About