.

.

.

Powered by Blogger.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

ბლოგერების სახლი

Sunday, 1 December 2013

ტრენინგის მესამე დღე

სატრენინგო მესამე დღე
დღის გეგმა:
1, ნასწავლი მასალის გამეორება
2. პროექტის მიზნების დასახვა
3. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
4. პროექტის გეგმაზე მუშაობა
5. დროში გაწერილი შეფასება-შეჯამება
მესამე სატრენინგო დღემაც საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა
თავდაპირველად მოხდა ნასწავლი მასალის გამეორება და ბუკლეტების შიგა მხარეც   დიზაინის მხრივ და ტექსტებითაც დავასრულეთ
 შემდეგ მოხდა პროექტის მიზნების დასახვაზე მუშაობა
განსაკუთრებით მომეწონა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების განხილვა, ეს კითხვები მრავალფეროვანი იყო და შესაძლებლობა გვქონდა მცირეოდეი ცვლილების მერე მოგვერგო ჩვენი პროექტისათვის.
საკვანძო კითხვების გავლის შემდეგ კი დავიწყეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა, სადაც დავიწყეთ შაბლონის შევსება ჩვენი საპროექტო განაცხადებით.
შაბლონის შევსებისას ყურადღბა გავამახვილეთ დროში გაწერილ შეფასება-შეჯამებაზე.
გავეცანით პროექტის დროში გაწერილ შეფასების გეგმას, რომელიც 3 ნაწილად იყოფა:
1. პროექტის მუშაობის დაწყებამდე საჭიროა დავადგინოთ რა იციან მოსწავლეებმა კონკრეტულად ამ თემის შესახებ
2. პროექტზე მუშაობის პროცესში კვლავ განსხვავებულ შეფასების რუბრიკებს გამოვიყენებთ და

3. პროექტის დასრულების შემდეგ გამოვიყენებთ საბოლოო შეფასების რუბრიკას.

0 comments:

Post a Comment

 

Blogger news

Blogroll

About