.

.

.

Powered by Blogger.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

ბლოგერების სახლი

Saturday, 30 November 2013

ტრენინგის მეორე დღე

დღეს მეორე სატრენინგო დღეა,
დღის წესრიგი:
1. წინა დღის გახსენება
2. საშინაო დავალების-პროექტის იდეების მიმოხილვა
3. ბუკლეტის ნიმუშების გაცნობა
4. ტექსტურ რედაქტორში მუშაობა
5. სარეკლამო ბუკლეტებზე მუშაობა
6. რეფლექსია
დღეს ტრენინგი დავიწყეთ წინა სატრენინგო დღიოს გახსენებით, ასევე საშინაო დავალება გვქონდა მოგვეფიქრებინა რამდენიმე პროექტი და აქედან ამოგვერჩია ერთი, რომლებზეც დავიწყებდიტ მუშაობას, მე ერთის ამგივრად ორ პროექტზე შევაცერე ყურადღება, მასწავლებლებმა საკმაოდ საინტერესო საპროექტო იდეები წარმოადგინეს, რომელთგან როგორც ბიოლოგი ჩემი მოწონება დაიმსახურა წითელ წიგნში შეტანილ მცენარეთა და ცხოველთა ნუსხამ, ასევე მომეწონა პროექტი ინფექციური დაავადებები. რაც შეეხება ცემს საპროექტო განაცხადს, ამჟამად სკოლაში ვმუშაობ პროექტზე ,,იყავი ჭკვიანი, არ დაიწყო  მოწევა“  რადგან პროექტზე ვმუშაობ უკვე და მომდევნო კვირაში სკოლაში პროექტის კვირეული გვაქვს, მასალები ვფქრობ მექნება და ამ პროექტს აუცილებლად წარვადგენ პორტფოლიოში, ასევე დიდი სურვილი მაქვს განვახორციელო პროექტი ,,ხიდჩატეხილობა“, რომელიც ვფიქრობ საკმაოდ საინტერესო უნდა იყოს როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მათი მშობლებისა და მასწავლებლებისთვის, რადგან ხიდჩატეხილობის პრობლემა მშობლებსა და შვილებს შორის საკმაოდ დიდია  და ვფიქრობ კვლევის შედეგები და განხორციელებული აქტივობები დააფიქრებს ორივე თაობას.
საპროექტო იდეების წარდგენის შემდეგ დავიწყეთ სასწავლო პროექტის დამხმარეზე მუშაობა. გავეცანით ბუკლეტების ნიმუშებს.
ვიმუშავეთ ტექსტურ რედაქტორში
ასევე ვიმუშავეთ სარეკლამო ბუკლეტებზე

ტრენინგის ბოლოს კი მოვახდინეთ ბლოგზე რეფლექსია.

Sunday, 24 November 2013

ტრენინგის პირველი დღე 24 11.2013

ძალიან ველოდებოდი ინტელის სასწავლო ტრენინგის დაწყებას.
პირველმა დღემ საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა, 
ტრენინგის პირველ დღეს მოხდა:
1. გაცნობა
2. გზამკვლევის დათვალიერება
3. XXI საუკუნის უნარ-ჩვევების გაცნობა
4. კურსის მოდულების მიმოხილვა
5. პორტფოლიოს საქაღალდეების შექმნა
6. პორტფოლიოს რუბრიკის და ჩეკლისტის გაცნობა
7. პროექტის ნიმუშების გაცნობა 
8. რეფლექსია ბლოგზე
თავდაპირველად წარვადგინეთ საკუთარი თავი ჯგუფის წინაშე და გავიცანით ერთმანეთი. შემდეგ მოხდა გზამკვლევის დათვალიერება, საკმაოდ საინტერესო იყო 21 საუკუნის უნარ-ჩვევების გაცნობა,  მიმოვიხილეთ კურსის მოდულები, შევქმენით საქაღალდეები პორტფოლიოსთვის, სადაც ცალ-ცალკე წარმოვადგინეთ
კურსის რესურსები
მოსწავლი ნიმუში
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის დამხმარე
სურათები აუდიო ვიდეო
საავტორო უფლებები
შეფასებები
გავეცანით პორტფოლიოს რუბრიკასა და ჩეკლისტს და გავეცანი პროექტის ნიმუშს ლობიოების დიდი რბოლა. 
ასევე ჩამოვთვირთე ჩემთვის საინტერესო სასწავლო ნიმუშები ინტელის სასწავლო კურსიდან: მწერის აგებულება, ბაყაყის სასიცოცხლო ციკლი და ა. შ. რომლებიც მოვათავსე ფაილში დამატებითი რესურსები. მოვახდინეთ ამ ფაილის დაზიპვა და გაგზავნა საკუთარ ფოსტაზე. 
ბოლოს ~მოვახდინეთ რეფლექსია ანგარიში - პირველი სატრენინგო დღის.
პირველი დღე მომეწონა, ვცი რომ წინ კიდევ საინტერესო დღეები მელოდება. მადლობა ინტელის ტრენინგებისთვის ყველას, ვისაც სულ მცირედი წვლილიც კი აქვს შეტანილი ქართველი მასწავლებლების პროფესიული ზრდაში.

 

Blogger news

Blogroll

About